კობა გვენეტაძე – ეროვნული ბანკი ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

“ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საბანკო მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა. ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო რეგულატორი, ისე არეგულირებს საბანკო სექტორს, რომ მომხმარებელი, მოქალაქე, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას დაცული იყოს. აღნიშნული მიმართულებით, როგორც წინა წლებში, 2021 წელსაც, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. მათ შორის, არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწისა და სექტორში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, მოიცავდა სექტორთან კონსულტაციებს და სამუშაო შეხვედრებს. კერძოდ, შემუშავდა ფინანსური ორგანიზაციების მიერ კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებული ეთიკის კოდექსი და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის ცვლილებები. კოდექსი ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დამყარებული საქმიანი ურთიერთობების წარმართვას, ხოლო წესის ცვლილებები საბანკო პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის მოთხოვნამდე დეპოზიტებისა და ოვერდრაფტების, მეტ გამჭვირვალობასა და, შედეგად, მომხმარებელთა მხრიდან ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს. ასევე, აქტიურად ფუნქციონირებდა ფინანსური განათლების პორტალი – ფინედუ “, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …