კლდეზე დაკიდებული სასტუმრო – როგორი იქნება ჭვანის ხეობაში ტურისტული ინფრასტრუქტურა

თბილისი (BPI) – კლდეზე დაკიდებული სასტუმრო (კაფსულა) ექსტრემალებისთვის, საფესტივალი სივრცე, ტურისტული ბილიკები, თავშესაფრები და გასართობი ატრაქციები ბუნებაში – მცირე ჩამონათვალია იმ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, რომლის განხორციელებაც აჭარაში, ჭვანის ხეობაში იგეგმება.

ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს.

გეგმის მიხედვით ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე მოეწყობა

„ჩვენი მიზანია აჭარაში შევქმნათ ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი, სადაც რეგიონის სტუმრები წლის ნებისმიერ დროს იმოგზაურებენ. ამ მხრივ გამორჩეულია ჭვანის ხეობა თავისი მდიდარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებითა და ბუნებრივი რესურსებით, სადაც 2020 წლიდან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყება” – თინათინ ზოიძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …