კვლევის “სადოქტორო განათლების დასრულებასთან დაკავშირებული ბარიერები საქართველოში” ხვალ გასაჯაროვდება

7 აპრილს, 18 საათზე, კვლევის შედეგების პრეზენტაცია და პანელური დისკუსია თემაზე: „სადოქტორო განათლების დასრულებასთან დაკავშირებული ბარიერები საქართველოში” გაიმართება.

PMC-ის ინფორმაციით, კვლევის მიზანია სადოქტორო განათლების დასრულებასთან დაკავშირებული იმ გამოწვევების კვლევა, რომლის წინაშეც დგანან „აკადემიურ შვებულებაში“ მყოფი დოქტორანტი სტუდენტები. ასევე, პოლიტიკის რეკომენდაციების შეთავაზება, რათა გაიზარდოს დოქტორანტი სტუდენტების სწავლის დამთავრების მაჩვენებელი და დაჩქარდეს  დასრულების დრო.

კვლევა აანალიზებს სწავლის დასრულების მასშტაბური შეფერხების ძირითად მიზეზებს, დოქტორანტი სტუდენტების სწავლის დასრულების მაჩვენებლის ანალიზის და უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული მხარდაჭერის მექანიზმების ან მათი არარსებობის იდენტიფიცირების საფუძველზე. ასევე, გვთავაზობს რეკომენდაციებს, რთული და მრავალშრიანი პრობლემის გადასაჭრელად. გვთავაზობს მითითებებს რთული და მრავალშრიანი პრობლემის გადასაჭრელად.

დოკუმენტი ფოკუსირებულია ორ ძირითად საკვლევ კითხვაზე: როგორ შეიცვალა სადოქტორო განათლების ლანდშაფტი საქართველოში 2016 წლიდან 2021 წლამდე? და რა ბარიერებს აწყდებიან დოქტორანტები ინდივიდუალურ, ინსტიტუციურ და სისტემურ დონეზე, რაც გავლენას ახდენს სწავლის დასრულებაზე?

კვლევის პრეზენტაციას წარადგენს PMC კვლევითი ცენტრის ასოცირებული მკვლევარი ნინო ძოწენიძე, ხოლო პრეზენტაციას მოდერაციას გაუწევს გიორგი ხიშტოვანი, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.

კვლევა ჩატარდა PMC კვლევითი ცენტრის მიერ, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს დახმარებით, “საჯარო პოლიტიკის განხილვა და დიალოგის პლატფორმა” პროექტის ფარგლებში.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილი კომპანიები რუსეთიდან შემოტანილ საწვავს მაღალი ფასნამატით ყიდდნენ – ლექვინაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის მაღალი ფასების გამო, მაისის დასაწყისში კონკურენციის სააგენტოს საწვავის …