კახეთში რთველის აქტიურ ფაზაშია

თბილისი (BPI) – კახეთში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ყველაზე მეტი 35 ათასი ტონა რქაწითელია, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთში სხვადასხვა საწარმოს ყურძენი 6 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ყურძნის ყოველდღიური გადამუშავება კვლავ 8 ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით SOCIAL IMPACT AWARD-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისი (BPI) – საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალურ ეტაპზე გადასულ ექვს გუნდს …