კახა ოქრიაშვილი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – კახა ოქრიაშვილი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

“პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან.

მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.

დღეს ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები.

მოვუწოდებ ყველას – შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე!” – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

ჰიპერტენზიის სკრინინგი და უფასო კონსულტაციები გრძელდება – გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები

ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ ჰიპერტენზიის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო კამპანიის „გაიზომე წნევა – #ამასშენთვისგეუბნები“ ფარგლებში პარტნიორ …