იუნიქს დეველოპმენტის აშენებული ყავის ქარხანა გრან პრის მფლობელია

თბილისი (BPI) – თბილისში მდებარე ყავის ახალი ქარხნის “მეამა” შენობა პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის გრან-პრის მფლობელი გახდა.

ყავის ქარხნის შენობა Unix Development-ის აშენებულია.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ეს მთელი საქართველოს წარმატებაა, რადგან ქართული წარმოების ნაგებობა საერთაშორისო ასპარეზზეა და ასეთი შედეგის წყალობით მსოფლიო გაიცნობს ყავის ქარხანას, საქართველოში არსებული შენობა ნაგებობები ისარგებლებს მეტი ნდობითა და რეპუტაციით.

 

ყავის ქარხნის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის მარტში და დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. შენობა გამოირჩევა ურთულესი გეომეტრიული ნაგებობებითა და ბეტონის დაკეცილი კედლებით. გამორჩეულია ე.წ. „მწვანე გადახურვა“ – პირველად საქართველოში შენობის სახურავი მთლიანად დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა და ბუნებრივი მცენარეული საფარით.

შენობის შიგნით განლაგებულ სამ სხვადასხვა ატრიუმში დარგულია განსხვავებული ჯიშის ხეები, რომლებიც, მათი ხილვისას, სრულიად ანეიტრალებენ და აქრობენ ადამიანთა გონებაში არსებულ წარმოდგენებს სტანდარტული ქარხნების შესახებ.

ყავის ქარხნა ეყრდნობა ერთიანად ჩამოსხმულ 10 მეტრიან ბეტონის სვეტებს, მსგავსად კრონოსის სასახლისა.

Unix Development - იუნიქს დეველოპმენტი-ს ფოტო.

შემთხვევითი სიახლე

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს

თბილისი (BPI) – მთავრობა ეკონომიკის სამინისტროდან ენერგეტიკის სამინისტროს გამოყოფის საკითხს არ განიხილავს. „არ გიდასტურებთ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან  ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ, მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება, ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ მოხდეს თითოეული დარგის მართვა კიდევ უფრო ეფექტიანად არსებული სტრუქტურის ფარგლებში. …