იტალიასთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა არ განიხილება

თბილისი (BPI) – იტალიიდან ფრენების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ განიხილება, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან

დავით ზალკანიანის თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს.

“ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიო გაერთიანებულია. ჩვენ როგორც შიდა უწყებრივ ასევე საერტაშორისო პარტნიორებთან ვართ კოორდინაცია”, – განაცხადა მინისტრმადა აღნიშნა, რომ ის მუდმივ კავშირზეა სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. “ყველა ზომას ვიღებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენგან და ასევე ჩვენ მათგან ვიყოთ ინფორმირებულები კონკრეტული ზომების შესახებ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

უცხოეთში მცხოვრები დიასპორისთვის 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს.

 

შემთხვევითი სიახლე

თიბისის ინიციატივები ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად

თბილისი (BPI) – #თიბისიშენთვის ქართულ ბიზნესებს მათი საქმიანობის გასამარტივებლად სხვადასხვა ინიციატივას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში, დღეიდან, …