ისტორიების მატარებელი – საქართველოს რკინიგზის ახალი პროექტი

თბილისი (BPI) – საქართველოს რკინიგზამ მატარებელში მომხდარი ისტორიები ერთ ბროშურაში აკინძა.

ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, ხელოვანები, მეცნიერები – რა საინტერესო ამბები გადახდათ მათ რკინიგზით მგზავრობის დროს და ვის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში რკინიგზის განვითარება? ამ ისტორიებს აერთიანებს ბროშურა, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ცოტა ხნის წინ დაბეჭდა.

თითოეულ ისტორიაზე ექსკლუზიური ნახატები საკუთარი ინსპირაციით ქართველმა მხატვრებმა შექმნეს. მათ შორის არიან: ნიკო ხერკელაძე, მამუკა ცეცხლაძე, ბესიკ არბოლიშვილი, ზურა გომელაური, ოლეგ ტიმჩენკო, დალი ფოდიაშვილი და სხვები.  ბროშურაში ასევე მოთხრობილია ფიროსმანის, გალაქტიონისა და ტერენტი გრანელის საქართველოს რკინიგზაში მუშაობის პერიოდების შესახებ. “ისტორიების მატარებელი” – ამ სახელწოდების ბროშურის განთავსებას საქართველოს რკინიგზა მოგვიანებით მატარებლებშიც გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი – ISO 14001:2015 მიიღო

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკმა გარემოსდაცვითი მართვის სისტემის სერტიფიკატი, ISO 14001:2015 მიიღო. ეს აღიარება ადასტურებს, …