ირაკლი ღარიბაშვილმა რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეაბილიტირებული კოპიტნარის რკინიგზის სადგური დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურს სადგურის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ მიაწოდა და აღნიშნა, რომ რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლები კოპიტნარის განახლებულ სადგურში გაჩერდებიან. ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზეა გათვლილი და მათ რკინიგზის განახლებული სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა სადგურის შენობა, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. მგზავრებს რკინიგზასა და ქუთაისის საერთშორისო აეროპორტს შორის ე.წ. შატლები გადაიყვანენ. შენობა შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

მოეწყო მოსაცდელი სივრცეები, პარკინგი, საფეხმავლო ხიდი  კი გაფართოვდა და რეაბილიტირდა. ხიდზე დამონტაჟებულია სამი ლიფტი, რომელიც ბაქნებსა და რკინიგზის სადგურის შენობას შორის შშმ პირთა დაუბრკოლებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 1.637 მლნ ლარია.

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …