ინფლაცია თამბაქოს გარეშე 3,9%-ია, თამბაქოს ჩათვლით 4,6%

თბილისი (BPI) – წლიური ინფლაცია ივლისში 4,6%-ით განისაზღვრა, თვიური კი დეფლაციურია და 0.02%-ია. საქსტატი აღნიშნავს, რომ თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.4% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 3.9%-იანი ზრდაა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით 3.4% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33%-ული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15%), ბოსტნეული და ბაღჩეული (15%), პური და პურპროდუქტები (12.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9%), რძე, ყველი და კვერცხი (6.5%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2%).

ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.9%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7%-ით, რაც 0.92%-ული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1%); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9%-იანი მატება, რაც 0.48%-ული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7%); დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32%-ული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5%); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5%-ით, რაც 0.29%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7%).

შემთხვევითი სიახლე

საქართველოში, Rakuten Viber-ში არხების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს

Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს …