ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 61.4 მლნ დოლარით გაიზარდა

ივნისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა თვიურად 61.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, რეზერვებზე ზრდის მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვებმა, ხოლო შემცირების მიმართულებით მთავრობის სავალუტო ხარჯებმა, მათ შორის, საგარეო ვალის მომსახურებამ და, ასევე, სახელმწიფო საწარმოების მიერ განხორციელებულმა შესყიდვებმა (ძირითადად, ბუნებრივი აირის შესყიდვა, რომლის მომსახურების საფასურიც რეზერვებიდან კონვერტირდება) იმოქმედა.

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …