იანვარში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 3.7%-ით შემცირდა

2023 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2.6 მლრდ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით შემცირდა(გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.7 პროცენტით შემცირდა) და 2023 წლის იანვრის ბოლოს 67.7 მლრდ ლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 9.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

 

ამ გაანგარიშებებში არ მონაწილეობს სს “პეისერა საქართველო”-ს მონაცემები, რადგანაც ციფრული ბანკი ოპერირებს სატესტო რეჟიმში.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …