იანვარში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.7%-ითაა გაზრდილი

2022 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 168.8 მლნ აშშ დოლარი (520.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 12.7%-ით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 95.1% მოდიოდა.

2022 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 23.3 მლნ აშშ დოლარი (71.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის იანვრის (17.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 35.3%-ით მეტია.

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …