იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 114 მილიონი დოლარი შეადგინა

2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114,022,899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3%  აღდგენაა.  2021 წლის იანვრის თვესთან  შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 103,663,879 (+1,007%)  აშშ დოლარით.

2022 წელს პოზიტური ტენდენცია ნარჩუნება ვიზიტორების კუთხით.  2022 წლის იანვარში საქართველოში 199,393 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემთან შედარებით 38%-იანი აღდგენაა. 2021 წელთან შედარებით კი ზრდა +471%-ს შეადგენს. 2022 წლის იანვარში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 163,615 შეადგინა. აღდგენა 2019 წლის მონაცემთან შედარებით 53%-ია, ხოლო 2021 წელთან შედარებით ზრდა +456%-ს შეადგენს

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …