თიბისი ციფრული არხების გამოყენების გასამარტივებლად საგანმანათლებლო კამპანიას იწყებს

თბილისი (BPI) – მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი, აქ და ახლა, საგანმანათლებლო პროექტს იწყებს. ინიციატივის მიზანია მომხმარებლებისათვის ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდება, რაც მათ ფინანსური მომსახურების დისტანციურად და სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობას მისცემს.

საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, ტექნიკური და უცხო ტერმინების გარეშე ახსნიან – როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტ და მობაილბანკის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები. ვიდეორგოლები თიბისის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდება.

„დისტანცირების პერიოდში გამოიკვეთა, რომ მობაილ და ინტერნეტბანკი მომხმარებლებისთვის სრულფასოვან ბანკს ნიშნავს. ადამიანებს საბანკო ტრანზაქციებისა და ოპერაციების შესასრულებლად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ. ჩვენი დაკვირვებით, მიზნობირივი სეგმენტისთვის დისტანციური პროდუქტების გამოყენებისისას ძირითადი სირთულე ტერმინებისა და პროცესების სიმრავლეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მათ, ვისაც ამის საჭიროება და სურვილი აქვს, ციფრული არხების გამოყენება ისეთმა ადამიანებმა ასწავლონ, რომლებსაც თავდაპირველად თვითონაც უჭირდათ ადაპტაცია, ახლა კი ეს ფუნქციები მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ კამპანიის დახმარებით მომხმარებლებს ფინანსური სერვისების მარტივად და სრულად ათვისების შესაძლებლობს მივცემთ”, – თეა კობახიძე, თიბისის ციფრული არხების განვითარების ხელმძღვანელი.

პირველი საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მობაილ და ინტერენტბანკში დარეგისტრირებას ეხება. მომდევნო ვიდეოებში კი მომხმარებლები სასარგებლო ინფორმაციას მიიღებენ ისეთ ფუნქციებზე, როგორებიცაა: თანხის გადარიცხვა მობილურის, პირადი ან ანგარიშის ნომრით; კომუნალური გადასახადების გადახდა; მობაილბანკის პაროლის აღდგენა; ავტომატური გადარიცხვის გააქტიურება და ა.შ.

შემთხვევითი სიახლე

“ვალის მაჩვენებელი არ არის საგანგაშო – 60%-იანი ზღვარი არის სსფ-ს სარეკომენდაციო ხასიათის სტანდარტი”

„პანდემიურმა დღის წესრიგმა ცხადია მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზეც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა და ხარჯვა დაიგეგმა …