თიბისის დამფუძნებლებს პარლამენტში მოუსმენენ

თბილისი (BPI) – თიბისის ბანკის დამფუძნებლებს პარლამენტში განმეორებით, დღეს ელიან.

პარლამენტარებისთვის ინფორმაციის მიწოდების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამდენად შედეგიანი იქნება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკანონმდებლო უწყებაში მისვლა დღის მეორე ნახევარში გამოჩნდება.

კანონმდებლებს მამუკა ხაზარაძესთან 2008 წლის ტრანზაქციასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.

პარლამენტში გასულ კვირას სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც იმყოფებოდა, თუმცა საკომიტეტო მოსმენა ჩაიშალა.

პროკურატურა თიბისის ფულის გათეთრებას ედავება. საქმე 17 მლნ დოლარს ეხება. ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკი 21 ტებერვალს დატოვეს. ხაზარაძემ განაცხადა, რომ თიბისიმ ეროვნულ ბანკტან სასამართლო დავა შეწყვიტა და 1 მლნ ლარის ჯარიმას გადაიხდის. 

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …