თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება

თბილისი (BPI) – ქალაქის მერი „თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს აანონსებს. მისი თქმით, საზეიმო ღონისძიებები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

კახა კალაძის თბილისობის პროგრამის მრავალფეროვნებას გვპირდება.

ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულის და ყვავილების ფესტივალები; ქუჩის კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; ორბელიანის ღია ბაზარი; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი და სხვა. ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება.

მეტეხის ხიდზე გაიმართება რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა.

5 ოქტომბერს, 20:00 საათზე საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“.

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე ვიკრიბებით ევროპის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება „მუარე“ – ესაა აკრობატების საჰაერო შოუ როკ მუსიკის თანხლებით.

შემთხვევითი სიახლე

ქუთაისის აეროპორტი 50%-ით გაზრდილი ნაკადით საშემოდგომო რეკორდისთვის ემზადება ის ემზადება

თბილისი (BPI) – ქვეყნის აეროპორტების მდგომარეობის და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაციაზე,  მინისტრი ნათია თურნავა მგზავრთნაკადის …