თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ₾1,2 მლრდ-მდე გაიზრდება

თბილისი (BPI) – დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება და მილიარდ 200 მილიონ ლარს მიაღწევს.

როგორ კახა კალაძემ განაცხადა, ამ საკითხზე უკვე გაიარა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან.

„მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის 1,79 მლრდ ლარი. საზოგადოება ხედავს, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, ბატონ გიორგი გახარიასთან, ასევე, მქონდა კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან, ჩვენ დეტალურად, სიღრმისეულად განვიხილეთ 2020 წელს განსახორციელებელი პროექტები და მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის ბიუჯეტი იქნება კიდევ უფრო მეტი,  დაახლოებით, მილიარდ 200 მილიონ ლარამდე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 2020 წელს დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების  ტექნიკური ინსპექტირება დაიწყო. აღნიშნული …