თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 ერთეულ ავტობუსს დაემატება, რომელთა ჩანაცვლების პროცესიც უკვე დაწყებულია.

თბილისის მერის  თქმით, დამატებით 100 ერთეული ავტობუსის შესყიდვის მიზანია,  თითოეულ ხაზზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობა გაიზარდოს და მოცდის ინტერვალი შემცირდეს.

თბილისის მერის განცხადებით, დამატებითი ავტობუსების შეძენა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ახლადშექმნილ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (წმო) გამგეობის წევრებთან სამუშაო …