თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქის ო.რ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, 40 600 აშშ დოლარი გამოავლინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 123631,06 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10 %-ის ოდენობით) 12363,1 ლარი შეეფარდა

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …