თბილისის აეროპორტი გაფართოვდა – TAV Georgia-მ 8 მლნ-ის ინვესტიცია განახორციელა

თბილისი (BPI) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების 6 ახალი სადგომი გაიხსნა. ახალი სადგომები აეროდრომის ტერიტორიის 27 000 კვ.მ ფართობს მოიცავს.

პროექტის ფარგლებში ასევე დამონტაჟდა ახალი განათების სისტემებიც. აღნიშნული 6 ახალი სადგომი C კოდის საჰერო ხომალდებისთვის (Airbus 320, 321, 318,, 319; Boeing 737, MD-80 და სხვ.) არის გათვლილი.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ჯამში საჰაერო ხომალდის 63 სადგომი აქვს. აეროდრომის ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტში ტავ ჯორჯიამ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …