თავდაცვის სამინისტროს GPIH-ი აზღვევს

სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” თავდაცვის სამინისტროს მზღვეველია. სადაზღვევო კონტრაქტი 1 თებერვლის თარიღით გაფორმდა.

კლინიკების თავისუფალი არჩევანი, დისტანციური სერვისები, ონლაინ ანაზღაურება, პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი, პირადი ექიმები 50-მდე ლოკაციაზე მთელი საქართველოს მასშტაბით – სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო პაკეტებით ისარგებლებენ. სპეციალურად თავდაცვის სამინისტროსთვის ჯიპიაიში ფუნქციონირებს ცხელი ხაზის ნომერი

“ჯიპიაი ჰოლდინგის” სამედიცინო დირექტორი ბესიჯ ფესტვენიძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მოცულობა და დაზღვეულთა რაოდენობა გამოწვევაა ქართული სადაზღვევო ბაზრისთვის.

“გვეამაყება, რომ  ჩვენ როგორც ლიდერ კომპანიას გვაქვს ყველანაირი რესურსი, იმისთვის რომ კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში არიან.

პროვაიდერი კლინიკების ფართო ქსელი, თავისუფალი არჩევანი, პირადი ექიმები თბილისში 20-მდე, რეგიონებში კი 30-ზე მეტ ლოკაციაზე, ონლაინ ანაზღაურების სერვისი, ელექტრონული მიმართვები – თავდაცვის სამინისტრო ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რითაც ჩვენი პროდუქტი გამორჩეულია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე,” – განაცხადა ფესტვენიძემ.

განახლებული სადაზღვევო კონტრაქტის და იმ სიახლის შესახებ, რომ  წლის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პაკეტით ისარგებლებენ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორხევის საავტომობილო ბაზის მონახულებისას ისაუბრა. მინისტრმა, აღნიშნა რომ ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჯარისკაცზე ორიენტირებული განახლებული სოციალური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვას გულისხმობს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი – 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ, ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 250,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანაში 50 კომპანიაში.

2018 წლის მონაცემებით ჯგუფის მიერ მოზიდული პრემია 9.7 მილიარდი ევროა, ხოლო წმინდა მოგებამ – 485 მილიონი ევრო შეადგინა.

 

შემთხვევითი სიახლე

დეპოზიტარები თიბისის და საქართველოს ბანკს COVID-ის პირობებშიც ენდობიან

თბილისი (BPI) – მარტის მცირედი მატების შემდეგ, საბანკო სექტორს აპრილში დეპოზიტები შეუმცირდა, რაც მეანაბრეთა თავდაცითი …