ზრდისა და განვითარების მიმართულებით საქართველო სწორ გზაზე დგას – ტერესა მორეირა

“UNCTAD”-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, ტერესა მორეირა “შერატონ მეტეხი პალასში” კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ სფეროში საქართველოს აქვს. როგორც ტერესა მორეირამ განაცხადა, საქართველო აქტიურად მუშაობს ბიზნესისთვის თანაბარი შესაძლებლობების მომცემი გარემოს შესაქმნელად, რაც მისივე თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

“UNCTAD”-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა საქართველოს ხუთ მარეგულირებელ უწყებას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ასეთი ერთიანობა არც თუ ისე ხშირია. მისივე თქმით, ეს ძალიან მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი თბილისში და მხარი დამეჭირა იმ სამუშაოებისთვის, რომელიც კონკურენციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო დღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებს და ვთქვა, რომ ასეთი თანამშრომლობა არც თუ ისე ხშირია. დღეს საქართველოში აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ შექმნათ თანაბარი შესაძლებლობების მომცემი ბიზნესგარემო, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ზრდისა და განვითარების მიმართულებით სწორ გზაზე დგას” – განაცხადა ტერესა მორეირამ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …