ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილზეც ამოქმედება

თბილისი (BPI) – კოტე აფხაზის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის შემდეგ პარკირების ახალი სისტემა ბარათაშვილის ქუჩაზეც ამოქმედდება.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ბარათაშვილზე 10 მარტიდან ამოქმედდება.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ადგილზე საინფორმაციო ჯიხურებიც განთავსდება.

ქალაქის მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს მოუწოდა მოსახლეობის სრული საინფორმაციო უზრუნველყოფა მოახდინონ.

პარკირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო იქნება, თუმცა მათ საკუთარი ავტომობილები შესაბამის პორტალზე უნდა დაარეგისტრირონ.

კახა კალაძის თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის ბარათაშვილის ქუჩაზეც უფასო იქნება.

 

 

შემთხვევითი სიახლე

მუზეუმია ჩარჩოების გარეშე – საქართველოს ბანკი და SOLO ახალ პროექტ HOLOSEUM-ს იწყებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი და SOLO ხელოვნების მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის მიზნით ჰოლოგრამების მუზეუმის იდეის …