ვფიქრობთ, 2023 წელს ქუთაისის აეროპორტი მილიონ მგზავრს მოემსახურება – არჩუაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტი 2023 წელს სავარაუდოდ, მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. განცხადება არჩუაძემ Galt&Taggart-ის მიერ მოწყობილი დისკუსიის დროს განაცხადა – “ტურიზმი – გამოწვევები და პერსპექტივაზე”.

“ქუთაისის აეროპორტი 2 კვირის განმავლობაში დაიკეტება ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაციის გამო. მიმდინარე წელს ასევე გაფართოვდა და 6-ჯერ გაიზარდა ქუთაისის ტერმინალი, რადგან მოთხოვნა იყო გაზრდილი. ვფიქრობთ, მომავალ წელს მილიონ მგზავრზე მეტს მოვემსახურებით”,-აცხადებს არჩუაძე.

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯამში 534 007 მგზავრს მოემსახურა. არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი მგზავრი აეროპორტს 2019 წელს ჰყავდა, როცა მისით 873 616-მა მგზავრმა ისარგებლა. ამ ეტაპზე აეროპორტში 6 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.

 

წყარო: bm.ge

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …