ვის ეკუთვნის 10 კომპანია რომელსაც 2021 წელს ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდა

2021 წელს საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის მიხედვით კი, 10 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 6 აზარტული თამაშებისაა

„ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ, თუ ვის ეკუთვნის ყველაზე მსხვილი ბრუნვის მქონე 10 კომპანია:

შპს სოკარ ჯორჯია გაზი – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯიას საკუთრებაა, რომელის წილის 75.5% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მფლობელობაშია. 16.3% არაბთა გაერთიანებულ საამიროში რეგისტრირებულ EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს, 8.1%-ი კი, Intersun Holding FZCO-ს.

შპს კავკასიის ავტოიმპორტი – წილის 34.8% აშშ-სა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეს გიორგი სურგულაძეს ეკუთვნის, 27.9% ლევან სურგულაძეს თუმცა წილის მმართველი ამ შემთხვევაშიც გიორგი სურგულაძეა. 27.2% ფლობს გიორგი გულაშვილი. 10%-ს კი, დავით გულაშვილი.

შპს ჯორჯიან მანგანეზი – წილის 100%-ს ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯორჯიან ამერიქენ ელოიზი ფლობს.

შპს ბეთლაივი – წილის 40%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება აიტი ვენჩარი ფლობს. წილის 38%-ს სულიკო ვარსემაშვილი, 19%-ს დავით ველიჯანაშვილი, 3%-ს კი, თამაზ ხარაიძე.

შპს ჩემპიონები 111 – წილის 100%-ს შვედეთში რეგისტრირებული Betsson Perch Investments AB-ს ფლობს.

შპს ავიატორ – წილის 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ატლას ჰოლდიგი ფლობს. რომლის სამთვალყურეო საბჭოც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: თავმჯდომარე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ჯერემი პიტერ ჯექსონია. თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ უგულავა. წევრები, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები დანიელ მარკ ტეილორი და რობერტ ქოლდრეიკი. ასევე ივანე თარხნიშვილი. დირექტორი კი, აზერ მამმადოვი.

შპს ლიდერ-ბეთ სლოტი – 40% წილის მესაკუთრე ქართლოს დიასამიძეა, 30-30%-ს კი ბესიკ ხოკერაშვილი და აკაკი შუბითიძე ფლობენ.

შპს ფულ ჰაუსი – წილის ყველაზე დიდ ნაწილს 35%-ს თემურ მიქელაძე ფლობს. 16.6%-ს ნორბერტ ფრანც ტეუფელბერგერ-ი ფლობს, რომელიც ავსტრიაშია რეგისტრურებული. 16.6%-ს ფლობს ისრაელის მოქალაქე გიგი ლევაი-ვეისი. ასევე 16.6%-ს ფლობს ავსტრიელი მანფრედ ბოდნერი. 5% ეკუთვნის ავსტრიის მოქალაქე კლაუს გემალ რასმუსსენს. 2.5-2.5%-იან წილებს ფლობს 4 ადამიანი: გიორგი ბარნაბიშვილი, ბაკურ ხარჩილავა, ზურაბ ერქომაიშვილი, გურამ დოლიძე.

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი – აქაც წილის100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია ფლობს, რომელის წილის 75.5% აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის მფლობელობაშია. 16.3% არაბთა გაერთიანებულ საამიროშია რეგისტრირებულ EVENTUS GENERAL TRADING FZE-ს, 8.1%-ი კი, Intersun Holding FZCO-ს.

შპს მარსი – წილის 100% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ენთეინ ჯორჯიას ეკუთვნის. მმართველი ორგანო კი პარტნიორთა კრებაა. დირექტორთა საბჭო თავმჯდომარე გერმანიის მოქალაქე სტეფან იულიუს ჰეილმანია. წევრები, კობა გიგლემიანი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეები ობდულიო ბაკარეზე და რობერტ გრანტ ჰოსკინი.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიოში 5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს, მსოფლიო კონკურენციის დღე, სხვადასხვა აქტივობებით, 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო …