ვახტანგ ჩიდრაშვილმა ევროპული თამაშების ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა

თბილისი (BPI) – ვახტანგ ჩიდრაშვილი მეორე ევროპული თამაშების ჩემპიონია!

სამბოს ეროვნული ფედერაციის ცნობით, ქართველმა სამბისტმა (57 კგ) ფინალში რუსი საიან ხერტეკი დაამარცხა. 

აღსანიშნავია, რომ მინსკის ევროპულ თამაშებზე ვერცხლის მედალი მინდია ლილუაშვილმა (68 კგ), ბრინჯაოს მედალი ბექა ბერულავამ (82კგ).

ქართველ სამბისტებს კიდევ ოთხი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვთ. ფინალში ნინო ოძელაშვილი, ელენე ქებაძე, დავით ლორიაშვილი და მინდია ლილუაშვილი იჭიდავებენ.

მინდია ლილუაშვილი
ბექა ბერულავა

შემთხვევითი სიახლე

“ელექსირმა“ ესტონეთის ეროვნული ბიოციდული პროდუქტის რეგისტრაციის სერტიფიკატი მოიპოვა

თბილისი (BPI) – „ელექსირმა“ ესტონეთის ეროვნული ბიოციდული პროდუქტის რეგისტრაციის სერტიფიკატი მოიპოვა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ „ელექსირის” უნივერსალური …