ე.წ. საპენსიო სესხების განსხვავებული საპროცენტო განაკვეთით გაცემა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება

ე.წ. საპენსიო სესხების განსხვავებული საპროცენტო განაკვეთით გაცემა 2023 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება, მას შემდეგ რაც 2022 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს და გამარკვებული ბანკი ამ მიმართულებით მუშაობას შეუდგება. ეს კი 2023 წლის 1-ელი იანვრიდან მოხდება. უკვე ცნობილია, რომ ტენდერის ერთ-ერთი პირობა ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტი ჭერი 26%-ი იქნება.

საპენსიო სარგოს დარიგების სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ მასში მონაწილეობის მსურველები არსებულ რისკებს შეაფასებენ და ამის შემდეგ დააფიქსირებენ ოფიციალურ სურვილსაც. საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ლიბერთი ბანკში სწორედ აღნიშნული პირობების გამოქვეყნებას ელიან.

“როდესაც დასრულდება მიმდინარე კონტრაქტი ამის შემდეგ შევა ძალაში ახალი კონტრაქტი. ამის შემდეგ მომსახურება წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ჩატარდება ტენდერი.

ჩვენ ველოდებით სატენდერო პირობებს, მონაწილეობაზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ გაქვს, ვმსჯელობთ, ველოდებით”, განმარტავს ლიბერთი ბანკის  მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე განმარტავს,

ვაჟა მენაბდის განმარტებით, ე.წ. საპენსიო სესხიც ჩვეულებრივი საბანკო პროდუქტია და მისი გაცემით ბანკი ზარალში არ უნდა იყოს.

“სესხი ფინანსური პროდუქტია, გარკვეული თავისი ფინანსური მახასიათებლებით. როდესაც ფასის ჭერს ადგენ და არეგულირებ, თუ ამ პროდუქტის მომწოდებლისთვის ეს ჭერი მისაღები არ არის ბუნებრივია შეწყვეტს ამ პროდუქტის გაყიდვას. თუ აღმოჩნდება ბანკისთვის ფინანსურად ზარალიანია, ის ზოგიერთი კატეგორიის ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომიც აღარ იყოს. ჩვენი უხეში დათვლებით ეს შესაძლოა 20-25%-საც შეეხოს და მათთვის ესეთი ტიპის სესხი ხელმისაწვდომი აღარ იყო”, – განმარტავს “ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

მისივე თქმით, ე.წ. საპენსიო სესხის საშუალო თანხა 1000 ლარია და მისი საპროცენტო განაკვეთი 30,69%-ია.

“როდესაც წლების წინ ასეთი ასეთი ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლიური 100-130%-ი იყო, ანუ იმდენად მაღალ მოგებაზე მუშაობდა ბანკი, რომ ასუბსიდირებდა ყველაფერს. სწორედ ამ პირობებში იყო, რომ ლიბერთი ბანკის მაშინდელმა მენეჯმენტმა უფასოდ შესთავაზა პენსიების დარიგება და ამ პირობებით მოიგო ტენდერი. შესაბამისად ის თანხა, რომელიც დასახელდა (15 მლნ ლარი) პენსიების დისტრიბუციას ყოფნის თუ არ ყოფნის ეს ჯერ კიდევ საკითხავია”, აცხადებს მენაბდე.

 

შემთხვევითი სიახლე

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 252.9 მლნ. აშშ …