ეროვნული ბანკი GITI-ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს მხარდაჭერით კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რიგით მე-12 რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვაში საუკეთესო უწყების ჯილდო მიიღო.

 

GITI-ის ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მასშტაბური ღონისძიებაა, მიზნად ისახავს საჯარო და კერძო პირებს შორის ეფექტური პარტნიორობის დამყარებას და ხელშეწყობას კონკურენტუნარიანობის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით.

 

“აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ეროვნულ ბანკში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს. მოხარულნი ვართ, რომ ორწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა მონაწილეობა მიგვეღო GITI-ის ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც რეგიონში ტექნოლოგიური მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ინოვაციურია”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერმა, გიორგი შერმაზანაშვილმა.

გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ბალტიის ქვეყნებისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენლებმა.

 

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს …