ეროვნული ბანკი საკონსულტაციოდ აქვეყნებს ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტს

სებ-ის საზედამხედველო სტრატეგიის საფუძველზე, ასევე, კომერციული ბანკების მიერ კონტროლისა და მართვის სტანდარტების დახვეწის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი შეიმუშავა და საკონსულტაციოდ გამოაქვეყნა.

პროექტი ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას (IAS 24, London listing Rules) და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორში გამოვლენილ ხარვეზების მოწესრიგებასა და ამ მიმართულებით არსებული რისკების მიტიგაციას.

ცვლილებები აწესრიგებს დებულების სხვადასხვა საკითხებს. მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა დაკავშირებული მხარის განმარტებაში, რომელიც მოიცავს დაკავშირებულ პირთა სიაში იდენტიფიცირებისა და რიგ შემთხვევებში არსებულ დაკავშირებულ პირთა 12 თვის ვადით სიაში დატოვების შესახებ მოთხოვნას. ასევე, დებულებაში გაიწერა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები და ბანკს განესაზღვრა დაკავშირებულ პირებთან რისკის პოზიციის შექმნისთვის დასაშვები უზრუნველყოფის საშუალებების სია და აღნიშნული უზრუნველყოფის საშუალებების დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება/დასაბუთების დოკუმენტირება.

პროექტზე მუშაობის პროცესში, ეროვნულ ბანკს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა კომერციულ ბანკებთან. პროექტის შესაბამისად, კომერციულ ბანკებს განესაზღვრებათ 6 თვიანი ვადა, პოლიტიკა/პროცედურების ბრძანების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ხოლო გარკვეული მოთხოვნები ძალაში შედის ბრძანების ამოქმედებისთანავე.

ინტერესთა კონფლიქტის მართვის დებულების ცვლილებების პროექტი საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე – corporategovernance@nbg.gov.ge – მიმდინარე წლის 25 ივნისამდე.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …