ეროვნული ბანკი ისევ ერევა – აუქციონზე 40 მლნ-ს გამოიტანს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარის გამოიტანას აანონსებს. სავალუტო აუქციონი ხვალ გაიმართება.

ქვეყნის მთავარმა ბანკმა გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად მიიღო.

“ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, – განმარტავს ბანკი.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში …