„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის  ტრენინგები იწყება

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეებს:

  • ელექტროენერგიის საცალო ბაზარი (მათ შორის, თელმიკო/თელასის ფუნქციები, ვალდებულებები, სემეკის რეგულირების მექანიზმები);
  • ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, ენერგეტიკული ბირჟა, საბალანსო და დამხმარე ბაზრები, ბაზრების მონიტორინგი და ა.შ);
  • კონკურენცია ენერგეტიკის სექტორში;
  • წყალმომარაგების სექტორის არსებული გამოწვევები და უცხოური ინვესტიციები (გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები);
  • სემეკის სტრუქტურა და ორგანიზაციული კულტურა.

ტრენინგებს ჩაატარებენ სემეკის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორში მოქმედი სხვადასხვა უწყებებიდან. კურსის ფარგლებში დაგეგმილია 6 შეხვედრის ორგანიზება.  კურსი დაიწყება 12 მარტს და ჩატარდება კვირაში ერთხელ,  ყოველ შაბათს, 12:00 საათზე, ხანგრძლივობა იქნება 2-3 საათი. მონაწილეებს შეეძლებათ შეხვედრაზე როგორც ფიზიკური, ასევე დისტანციური დასწრება. კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა სერტიფიკატი.

მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოცემული ბმულის საშუალებით:

რეგისტრაციის გავლა

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 მარტი, 18:00 საათი.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის …