ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისება იწყება

შპს „ენგურჰესს“, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და შპს „ენგური ატრაქციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულება ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ, სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ანთიძემ. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა სამართლებრივ, ფინანსურ, ტექნიკურ და მეთოდურ ღონისძიებას ერთობლივად დაგეგმავენ. შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ საზოგადოების ცნობადობის გაზრდისა და მისი პოპულარიზაციის, ასევე ტურისტული ნაკადის მოზიდვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის არის: აღმოჩენათა ცენტრი, გადასახედი ბაქანი, ბეიზ ჯამფინგი, საბაგირო, ზიპლაინი, პანორამული ლიფტი, საკონცერტო სივრცე და სხვ.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …