ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი საერთაშორისო კულტურული მარშრუტებში შეიყვანეს

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად “ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის” სერთიფიცირებული წევრი გახდა.

ენგურჰესის კაშხალი, საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში გაწევრიანდა.

„ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ  დაიწყეს. ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა 2 საათია და ვიზიტორებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ კაშხლის ხიდი, დისკური ფარების შენობა, გვირაბი, წყალსაცავის ფარების განყოფილება და სხვა საინტერესო ადგილები.

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის მოწყობის მომდევნო ეტაპი მოიცავს გადასახედი მოედნების, საბაგირო გზის, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრის, ღია საკონცერტო სივრცისა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალი ლიფტის კაშხალზე მოწყობას.

https://www.erih.net/about-erih/erih-membership/erih-members?tx_erihsites_erihmap%5Baction%5D=show&tx_erihsites_erihmap%5Bcontroller%5D=Members&tx_erihsites_erihmap%5Bsites%5D=5944&cHash=903aac2dc58fae66dd2950b595f35439&fbclid=IwAR3Bv1HeO_8GthKyAS7xXT8zvOu-Z7kQ7HTcTeRV8aiFlVQcT2HaAB4Gj4M

 

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …