ელექტრონული კომერციის თანამედროვე ტრენდები

თბილისი (BPI) – 2019 წელს დაახლოებით 2.05 მილიარდმა ადამიანმა ისარგებლა ონლაინ შესყიდვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 21.55% ინტერნეტის საშუალებით ყიდულობს პროდუქციას. 2021 წლისთვის ამ მაჩვენებლის 2.14 მილიარდამდე ზრდას ვარაუდობენ. მომხმარებლების მატება, ახალი პლატფორმებისა და კონკურენციის გაზრდას გულისხმობს, რისთვისაც მნიშვნელოვანია ახალი ტენდენციების ცოდნა.

ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ 5 ძირითად ტრენდს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ  თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის.

ტრენდი #1

სოციალური კომერციის აფეთქება:

სოციალური კომერცია გულისხმობს ისეთი საიტების წინ წამოწევას, როგორიცაა  Facebook, Instagram, twitter და Pinterest. აღნიშნული ქსელები გამოყენებული იქნება პროდუქციის პოპულარიზაციისთვის, რადგან EMarketer-ის კვლევის თანახმად, სოციალური კომერციის  მომხმარებელთა სტატისტიკა 2018 წელს 23%-ით, ხოლო 2019 წელს 31%-ით გაიზარდა.

ტრენდი #2

VR და AR ტენდენციები:

VR (virtual reality) და AR (augmented reality) მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ელექტრონული კომერციის წარმატებაზე. რადგან პროდუქციის ვიზუალის წარმოდგენა ზრდის გაყიდვების მაჩვენებელს , სწორედ ამიტომ,  იმ კომპანიების 90%, რომელთა შემოსავალი 100 მილიონიდან 1 მილიარდ აშშ დოლარამდეა, იყენებენ სწორედ Virtual და Augmented რეალობებს.

Gartner-ის კვლევის თანახმად, 2020 წლისთვის 100 მილიონამდე მყიდველი ონლაინ შესყიდვებისას გამოიყენებს AR ტექნოლოგიებს. აღნიშნული ემსახურება ბრენდის ცნობიერების გაზრდას, რომელიც მოიზიდავს სულ უფრო მეტ მომხმარებელს და შესაბამისად – გაზრდის შემოსავლებსაც. მაგალითისთვის Yamaha My Garage app საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა მოტოციკლეტების 3D მოდელებთან და სპეციალური VR ყურსასმენების დახმარებით , გაიგონ ძრავისა და სხვა ნაწილების ხმა, ხოლო მაღალი რეზოლუციის გრაფიკი მისცემს მათ საშუალებას, თავად ნახონ მოტოციკლეტების დამატებითი კომპონენტები. მსგავსი ეფექტები მიმართულია მომხმარებლების ემოციურობის გაზრდისკენ, რაც დადებით შეფასებაც იმსახურებს.

ტრენდი #3

ChatBots:

ჩათბოტები ის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას. Business Insider-ის თანახმად, 2021 წელს , საწარმოთა 80%  გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის პროგრამას – ჩათბოტს, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებს საჭირო და სასურველი ნივთის არჩევაში. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩათბოტების გამოყენება?

ონლაინ მყიდველთა 94% პროდუქციის ყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას  ინფორმაციის გაცნობის შემდეგ იღებს;

სასურველია მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ 24/7-ზე ჰქონდეთ  წვდომა თქვენს  სერვისებთან;

ჩათბოტების გამოყენებით შეგიძლიათ შეაგროვოთ თქვენს მომხმარებლებზე უსაფრთო ინფორმაციები. მაგალითად,  დააკვირდეთ მათ  ქცევებს, შერჩევა-შეძენის ისტორიასა და ა.შ. ეს საშუალებას მოგცემთ სწორად და ეფექტიანად წარმართოთ თქვენი ბიზნესი.

ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი eBay’s ShopBot-ია, რომელსაც პერსონალურ ასისტენტსაც უწოდებენ.  საკმარისია  პროდუქტის შესახებ რამდენიმე დეტალის შეყვანა და ShopBot-ი იწყებს შესაბამისი კითხვების დასმას თქვენი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

ტრენდი #4

ხმოვანი კომერცია:

ხმოვანი კომერცია გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორი ელექტრონულ კომერციაში. ციფრული  ასისტენტების დახმარებით, სულ უფრო იზრდება ხმოვანი შეტყობინებებით ძიების პროცესი. 2019 წლის მონაცემებით, ჩინეთში 85.5 მილიონმა მომხმარებელმა გააკეთა შენაძენი ხმოვანი სიგნალით, აშშ-ში – 72.2 მილიონმა , ხოლო დიდ ბრიტანეთში – 12.6 მილიონმა.

ჯამში, მომხმარებელთა 60%-მა შეიძინა ნივთი ხმოვანი სიგნალებით, რის გამოც,  2021 წლითვის მოსალოდნელია სხვა ბრენდების მიერ ამ სისტემის ჩაშვება. ეს საბოლოოდ 30%-ით გაზრდის ელექტრონული კომერციის მთლიან შემოსავალს.

ტრენდი #5

სმარტფონები და გადახდები მათი საშუალებებით:

სმარტფონებით  შოპინგი და გადახდები მომავალში კიდევ უფრო  მიმზიდველი გახდება.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი ინტერნეტით სარგებლობისთვის სმარტფონს იყენებს. ელექტრონული კომერციის საიტების უმეტესობა კი ადაპტირებულია  მობილური მომხმარებლების საჭიროებებზე. ამდენად, ონლაინ მყიდველთა 60% სწორედ სმარტფონებს მოიხმარს საიტზე ნავიგაციის დროს. შეიძლება ითქვას ის, რომ მე-5 ტრენდის სათავეში ამაზონი დიდი ხანია ამაყად დგას. ონლაინ გაყიდვების გიგანტი ამაყობს მომხმარებელზე ორინტირებული მობილური გამოცდილებით, რომელსაც საკუთარი აპლიკაციაც აქვს.

ეს არის ის ძირითადი ტრენდები, რომლებიც 2020 წელს გველოდება, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და მომავალში კიდევ ვიხილავთ ელექტრონული კომერციის შესახებ მნიშვნელოვან სიახლეებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ საქართველოში პროცესები მსოფლიო ტრენდების მსგავსად ვითარდება. ინტერნეტ მაღაზია ისურვეს შემთხვევაზე რომ ვიმსჯელოთ, მართალია ხმოვანი კომერციისა და VR და AR რეალობების სრულყოფილად განხორციელება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ სმარტფონებსა და სოციალურ კომერციაზე ორიენტირება ნამდვილად შეინიშნება.

შემთხვევითი სიახლე

“მწვანე ალტერნატივა” 6 საბადოს უქციონის გაუქმებას ითხოვს

თბილისი (BPI) -ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფ. ანდრიაწმინდას მიმდებარე ტერიტორიზე, „ოდუნდის“ ტუფობრექჩის მოპოვების ლიცენზიაზე საზოგადოებასთან კონსულტაციის ვადა  ამოუიწურა …