ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესს 100 ახალ საპრივატიზებო ქონებას შესთავაზებს

თბილისი (BPI) – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პროაქტიული გაყიდვებისა და ეკონომიკურ ბრუნვაში ეფექტურად ჩართვის მიზნით დაინტერესებულ ბიზნეს სუბიექტებს უახლოეს პერიოდში 100 ახალ საპრივატიზებო ქონებას შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას.

მინისტრის განცხადებით, შერჩეული ქონება განვითარების შესაძლო სფეროების მიხედვით იქნება საინტერესო და ამ მომენტისათვის მიმდინარეობს მუშაობა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა დეველოპერული, ტურისტული, სამრეწველო, სასაწყობე-ლოგისტიკური და სხვ.

შემთხვევითი სიახლე

საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა …