ეკონომიკის სამინისტროსა და “ვიზას” შორის თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური გადახდების ტექნოლოგიების კომპანია „ვიზას” შორის თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანია „ვიზას” რეგიონალურმა ხელმძღვანელმა დიანა კიღურაძემ.
მემორანდუმის მიზანია დიალოგებისა და პროგრამების ხელშეწყობს შემდეგ საკითხებში – საერთო პრიორიტეტების ერთმანეთისთვის გაზიარება, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მხარდასაჭერად გადახდის ინოვავიური ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მეწარმეებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება და ფინანსური ინფორმაციის მიწოდება.
მემორანდუმის ფარგლებში მცირე და საშულო ბიზნესის მხარდასაჭერად ვიზა და „აწარმოე საქართველოში” ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით, დაიგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, ხოლო საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, ვიზა გარკვეული პერიოდულობით გაუზიარებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემებს (Big Data) მიზნობრივი მარკეტინგული ბაზრების შესახებ.
ნათია თურნავას თქმით, „ვიზას” მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც აეწყობა ჩვენი ტურისტული პოლიტიკის გეოგრაფია და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ტურისტული არეალის დივერსიფიკაციას და მეტი ტურისტის მოზიდვას.
„ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს „ვიზას” საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით. სხვადასხვა პლატფორმისა და პროცესის გაციფრულება და მეტი დიჯიტალიზაცია დღეს, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პრიორიტეტია. მინდა მადლობა გადავუხადო „ვიზას” ამ დროული ინიციატივისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …