ევროპის TOP-5 “ლოუკოსტერიდან” 2 ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე წლებია ოპერირებს

თბილისი (BPI) – ექსპერტებმა 13 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, ევროპის 20 “ლოუკოსტერი” შეაფასეს და საუკეთესო TOP-5 ავიაკომპანიის რეიტინგი გამოაქვეყნეს. კვლევის შედეგები Travel Daily Media-მ გამოაქვეყნა.

ექსპერტების მხრიდან საუკეთესო შეფასება და ყველაზე მაღალი ქულები მიიღო ბერძნულმა ავიაკომპანია Aegean Airlines-მა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც ოპერირებს. რეიტინგში მეორე ადგილზეა ავიაკომპანია Norwegian-ი, ხოლო მესამეზე Pegasus Airlines-ი, რომელიც ასევეა წარმოდგენილი საქართველოს ავიაბაზარზე და ზაფხულის სეზონზე სტამბოლის მიმართულებით დღეში ორი სიხშირითაც კი დაფრინავს.

Travel Daily Media-ს გვერდზე გამოქვეყნებული ევროპის საუკეთესო “ლოუკოსტერების” TOP-5 ასე გამოიყურება:

Aegean Airlines

Norwegian

Pegasus Airlines

FlyOne

EasyJet

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეღვინეებმა საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ …