ევროკავშირსა და დსთ-ში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისი (BPI) – ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. მზარდია დინამიკა დსთ-ს ქვეყნებშიც.

საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25,3%-ით 571.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა. ეს მთლიანი ექსპორტის 23.7%-ია.

იმპორტი 11,6%-ით 1,479 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რაც იმპორტის 25.9%-ია. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2,05 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.7%-ით ჩამორჩება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 27.5%-ით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1,274 მლრდ დოლარის საქონელი (+24.2%), ეს ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 52.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 1,494 მლრდ დოლარს გაუტოლდა (-14.7%), რაც მთლიანი იმპორტის 26.1%-ია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 2,768 მლრდ დოლარი შეადგინა (-0.3%). რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-აგვისტოში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 6.7% იყო.

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …