ევროკავშირის დაფინანსებით კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დაიწყო

ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის პოლიტიკის დაცვის მიმართულებით, საჯარო სამსახურების დაძმობილების TWINNING-ის პროექტი „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო. პროექტის მიზანია ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, GNCA-ს ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება.

 

„ევროკავშირის დაფინანსებით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 2 წლიანი Twinning-ის პროექტი დაიწყო, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის პოლიტიკის ეფექტიან აღსრულებას. კანონი ძალაში შევიდა 2022 წლის 1 ივნისს, აღსრულებას ჩვენი უწყება 1 ნოემბრიდან დაიწყებს. პროექტის მხარდაჭერით, ჩვენი მიზანია – ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის, გაზიარების საფუძველზე საქართველოში დავნერგოთ, გავაძლიეროთ მომხმარებლის დაცვის მაღალი ხარისხი და კეთილსინდისიერი ქცევის კულტურა“, – განაცხადა ღონისძიებაზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

 

„ევროკავშირი მოხარულია, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს. ეს პროექტი დროულია, მიმდინარე წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის ფონზე და საქართველოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან უფრო მეტი დაახლოებისთვის საქართველოს მუდმივი ძალისხმევის ფარგლებში. პროექტი გააძლიერებს საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს არა მხოლოდ კონკურენციის სფეროში, არამედ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებითაც. ეფექტური, კარგად ფუნქციონირებადი ზედამხედველობის სისტემა აუცილებელია, როგორც მომხმარებლების, ბიზნეს სექტორის და ინვესტორების ნდობის მოსაპოვებლად, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის”, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

 

„ჩვენთვის დიდი პატივია რომ გავიმარჯვეთ ამ დაძმობილების პროექტში და წარმოვადგინოთ ლიეტუვა, რომელიც, ევროკომისიის მონაცემებით, ბოლო წლებში ევროკავშირის დაძმობილების პროგრამაში ყველაზე წარმატებული ევროკავშირის ქვეყნების ხუთეულშია. ჩვენი მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური ექსპერტები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს დახმარება გაუწიონ კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოებაში და გააძლიერონ სააგენტოს ინსტიტუციური განვითარება“ – განაცხადა ლიეტუვის რესპუბლიკის კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, პროექტის ხელმძღვანელმა, შარუნას კესერაუსკასმა.

 

პროექტის გახსნის ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი კოლეგა უწყებების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

 

პროექტის ხანგრძლივობა განისაზღვრა 2 წლის ვადით, რომლის ფარგლებშიც, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების თანამონაწილეობით, კონსულტაციებს და ტექნიკურ მხარდაჭერას კონკურენციის სააგენტოს – ლიეტუვას და ავსტრიის კონკურენციის უწყებების პროფესიონალთა გუნდ

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …