დღეიდან, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის განახლებული პირობები ამოქმედდა

დღეიდან, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის განახლებული პირობები ამოქმედდა. ახალი პირობების მიხედვით, შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ აღარ მოხდება კოდური სიტყვის მითითება. ასევე, შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ აღარ მოხდება დამატებითი მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დახვდება გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს შეკვეთაში მითითებულ მისამართზე, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ პროდუქციის ჩაბარება შესაძლებელი იქნება, მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირისათვის, რომელმაც აუცილებელი წესით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ასევე, მომხმარებლის მიერ პროდუქციის ჩაბარების ხელმოწერით დადასტურება მოხდება გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე.

 

შემთხვევითი სიახლე

თბილისისა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ადმინისტრაციულ დარღვევებზე პასუხისმგებლობის ერთიანი მიდგომა დამკვიდრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. რეგიონული განვითარებისა …