დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მეგობარი უწოდა

დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მეგობარი უწოდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის თქმით, მას და ერდოღანს შორის ორმხრივი პატივისცემაა.

„პრეზიდენტი ერდოღანი ჩემი მეგობარია. ის არის ადამიანი, რომელიც მე მომწონს და პატივს ვცემ. მგონია, რომ ისიც მცემს პატივს“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, სირიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ამბოხში გადამწყვეტი როლი სწორედ თურქეთმა შეასრულა.

გაიყვანს თუ არა სირიიდან, იქ განლაგებულ 2000 ამერიკელ სამხედროს ტრამპი, ჟურნალისტის ეს კითხვა ტრამპმა უპასუხოდ დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან შეთანხმებით, მომდევნო 5 წელში გაზგამანაწილებელი კომპანიები 295 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების – შპს „თბილისი …