დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის გამო შესაძლო შეფერხებებზე აკეთებს განცხადებას და განმარტავს, რომ მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები.

„დასავლეთში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. აუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …