დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თბილისის მეტროპოლიტენის პროექტზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროპოლიტენის პროექტი)“ განიხილა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს განუმარტა, რომ თბილისის მეტროს რეკონსტრუქციისთვის საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების თანახმად, თბილისის მერია 50 მლნ ევროს ოდენობის სესხს მიიღებს, ხოლო მწვანე კლიმატის ფონდიდან იმავე მიზნისთვის 5 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოიყოფა.

მომხსენებლის ინფორმაციით, თბილისის მეტროს რეფორმის სრულყოფილად განხორციელების მიზნით უნდა მოხდეს მეტროს სადგურების რეაბილიტაცია, რამდენადაც თბილისის მეტრო 50 წელია ექსპლუატაციაშია და საჭიროებს შიდა ელექტროგაყვანილობის, წყალკანალიზაციისა და წყალარინების, ასევე გამაგრებით და ჰიდროიზოლაციის სამუშაოების ჩატარებას. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 12 მეტროსადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 4-5 წლის განმავლობაში განხორციელდება.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს თბილისის მეტროს რეაბილიტაციის ეტაპები და აღნიშნული სესხის პირობები გააცნო.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი განახლდა

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას. აღნიშნული …