დავით ნარმანია: სემეკის მიზანია საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშზე იმსჯელეს. ანგარიშში ასახულია კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და ვადების დაცვის ანალიზი. წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, სრულად დაკმაყოფილდა ყველა მოთხოვნა, რომლებიც სემეკში არსებულ საჯარო ინფორმაციას შეეხებოდა.
საანგარიშო პერიოდში , 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე, სემეკში 62 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 81 დადგენილება და 907 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე – 608 გადაწყვეტილება.
ანგარიშის შესაბამისად, კანონმდებლობით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე სემეკში სულ 73 წერილობითი განცხადება შევიდა. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 57, ნაწილობრივ – 11, ხოლო არ დაკმაყოფილდა 5. ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა განპირობებული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით ან კონფიდენციალურობით. აღსანიშნავია, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.
„სემეკის მიზანია, ყველა საჯარო ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქმიანობის გამჭვირვალობა და ამ კუთხითაც მაღალი სტანდარტების დაცვა. როგორც ანგარიშიდანაც ჩანს, სემეკში შემოსული ნებისმიერი განცხადება საჯარო ინფორმაციის შესახებ კმაყოფილდება და ეს უკვე წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ჩვენ გავცემთ ყველა ინფორმაციას, რომელიც არსებობს სემეკში და ექვემდებარება საჯაროობას“, – განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას.

 

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს …