დავების განხილვის საბჭო 5 წევრით დაკომლექტდება

თბილისი (BPI) – ევროკომისიის ანგარიშში, 2020 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე, აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებას. მომზადდა ცვლილებები დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავების განხილვის საბჭოს შესაქმნელად, რომელზეც ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს უფლება ექნება მიმართოს საჩივრით სატენდერო პროცედურებთან დაკავშირებით.

წინასწარი  ინფორმაციით, დავების განხილვის 5 -წევრიანი  საბჭო კონკურენციის სააგენტოს  ქუდის ქვეშ იქმნება, თუმცა  დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება.

მაღალკვალიფიციური საბჭოს წევრების ანაზღაურება უზენაესი მოსამართლის  საშუალო ხელფასის ოდენობით განისაზღვრება.  თუ გავისთვალისწინებით მოსამართლის  წლიური ანაზღაურებას  > ₾ 100 000 .  ლარს აღემატება, ე.ი თითო წევრის ხელფასი საშუალოდ 8 400 ლარით განისაზღვრება.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში ლოკოკინების ფერმა გაშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, კერძოდ, ზუგდიდის სოფელ ერგეტაში ნახევარ ჰა-ზე ლოკოკინების …