default

გურიის რეგიონში 46 კმ გზის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გურიის რეგიონში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 46 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია, რომელიც 6 სხვადასხვა მონაკვეთს მოიცავს, დასრულების ეტაპზეა. ხოლო დარჩენილ 3 კმ-ზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. აღნიშული პროექტების ჯამური ღირებულება 42.2 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის, ჩოხატაური-ბახმაროს, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს და ასევე, ნასაკირალის გზის მონაკვეთს. ნასაკირალის მონაკვეთი, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის შემადგენელი ნაწილია. ეს მონაკვეთი უმოკლესი გზით აკავშირებს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს და გურიისა და აჭარის რეგიონებს.
გარდა ამ 46 კილომეტრისა, დამატებით გურიის რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით წლის ბოლომდე 4 პროექტის ფარგლებში 43 კმ-მდე კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს 1 ახალი ხიდის მშენებლობა და 4 ნაპირსამაგრი პროექტი – სიგრძით 1,5 კმ. სახელმწიფო ბიუჯეტით მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 42 მლნ. ლარამდეა.
მიმდინარე პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. მოსახლეობა კი კომფორტული და უსაფრთხო გზებით ისარგებლებს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …