“გორბის” მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, თბილისის მერი კვლავ კახა კალაძე იქნება

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, თბილისში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57,2%

ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42,8%.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი – თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

შემთხვევითი სიახლე

“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის …