გოგიტა თოდრაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.
🟢 სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: რეფორმების ტექნიკური ჯგუფი“-ს პროექტის ფარგლებში განხორცილდა და მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საქართველოს გამოცდილების გაზიარებას.
🟢 დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სომხეთის რესპუბლიკის შრომისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა დამცველის (ომბუდსმენის) აპარატისა და სტატისტიკის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენლები. ასევე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა.
🟢 ვიზიტის მიზანი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებების გამოცდილების გაზიარებაა. ასევე სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისა და რატიფიკაციის შემდგომ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების, ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტების, ძალადობის მსხვერპლთა დახმარების სერვისების, გენდერული და სექსუალური ნიშნით განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზის მეთოდების უწყებათაშორისი კოორდინაციაა.

შემთხვევითი სიახლე

ქართულ ტურისტულ ბაზარზე ახალი, უნიკალური პროდუქტი „ქარავანი“ გამოჩნდა

„მუსიკალური ქარავანი“ – ეს არის ტურისტული მოძრაობა, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს ტურისტულ ღონისძიებებს გემოვნებიან …