გიორგი ფანგანმა CEER-ის გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება. ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები.

„სემეკი 2017 წელს გახდა უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის დამკვირვებელი, აღნიშნული სტატუსის მოპოვება გვეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ინტეგრირებული ბაზრების განვითარებასა და მარეგულირებელი საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ზოგადად, სემეკის აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ენერგეტიკულ ორგანიზაციებში და ჩვენი მისწრაფებაა, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ქართული მარეგულირებლის განვითარების მაჩვენებლები ევროპელ კოლეგებთან, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება, მათ შორის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

13 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) რიგით 175-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც მონაწილეებმა განიხილეს 2023 წლის სამუშაო გეგმა, გამანაწილებელი სისტემების, გაზის ბაზრის ინტეგრაციისა და გამჭვირვალობის საკითხები, მოისმინეს ინფორმაცია მომხმარებელთა და საცალო ბაზრების, ელექტროენერგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ჯგუფების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სემეკის წევრ, გიორგი ფანგანთან ერთად ასამბლეას დაესწრო სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, მარიამ იოსელიანი.

შემთხვევითი სიახლე

სებ-ი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის და ტექნიკური პარტნიორი კომპანიების მოწვევას ასრულებს

ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს …